საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი

January 21, 2026
ბიზნეს სესხების და ფინანსირების შესაძლებლობები შენი ბიზნესისთვის

საქართველოს ბანკი ქართველ მეწარმეებს საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად დაფინანსების სხვადასახვა მეთოდს სთავაზობს.

ექსპრესს ბიზნეს სესხი

თუ გაქვს სავაჭრო ადგილი ბაზრობაზე, ხარ სილამაზის სალონის, საკონდიტროს მფლობელი ან სხვა მცირე მეწარმეობას ეწევი, შესაძლოა სწრაფმა ბიზნესსესხმა დაგაინტერესოს.  80 000 ლარამდე სესხი გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე, ხოლო 80 000 ლარზე მეტი სესხისთვის საჭიროა უზრუნველყოფა – უძრავი ქონება, ძირითადი საშუალებები, საბანკო გარანტია და სხვა. სურვილის შემთხვევაში, ბანკის წარმომსდგენელი ადგილზე მოგაკითხავს და შენთან ერთად შეავსებს განაცხადს. ხოლო განაცხადის შევსებიდან 10 წუთის განმავლობაში მოგივა SMS დეტალების შესახებ. იქვე მიიღებ ბარათს, რომელზეც სასურველი თანხა იქნება დარიცხული. საპროცენტო განაკვეთი ექსპრესს ბიზნეს სესხზე ეფექტური 16.88%-დან იწყება.

ბიზნეს სესხი

თუ შენი ბიზნესის განვითარებისთვის, ინოვაციური პროდუქტის დასანერგად ან პირადი მოხმარებისთვის თანხა გჭირდება, შეგიძლია ბიზნეს სესხის გამარტივებული პროცედურებით და შენზე მორგებული პირობებით ისარგებლო.  80 000 ლარამდე სესხი გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე, ხოლო 80 000 ლარზე მეტი სესხისთვის საჭიროა უზრუნველყოფა – უძრავი ქონება, ძირითადი საშუალებები, საბანკო გარანტია და სხვა. საპროცენტო განაკვეთი ბიზნეს სესხზე ეფექტური 14%-დან იწყება.

სესხი დამწყები ბიზნესისთვის

არ აქვს მნიშვნელობა შენი საქმიანობის სფეროს, იქნება ეს სასტუმროს ბიზნესი, მშენებლობა, წარმოება თუ სხვა, მაინც შეძლებ სესხის აღებასა და ყველა უპირატესობით სარგებლობას.  სესხის მოთხოვნა შეგიძლია ონლაინ, გამარტივებული პროცედურით. მიღებული თანხა შეგიძლია გამოიყენო ძირითადი/საბრუნავი საშუალებების ან კომერციული ფართის შესაძენად, მშენებლობისთვის, რემონტის გასაკეთებლად, დანადგარების ან სხვა საჭირო ინვენტარის საყიდლად. საპროცენტო განაკვეთი ამ პროდუქტის შემთხვევაში ეფექტური 14%-დან იწყება.

ენერგოკრედიტი

მზის პანელების სესხი საშუალებას მოგცემს აწარმოო საკუთარი ელექტროენერგია განახლებადი წყაროდან და შეამცირო როგორც საოპერაციო ხარჯები, ასევე გარემოზე ნეგატიური ზეგავლენა. საპროცენტო განაკვეთი ენერგოკრედიტზე ეფექტური 14%-დან იწყება.

აწარმოე საქართველოში

აწარმოე საქართველოში სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით მეწარმეობის განვითარებას, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერასა და ახალი საწარმოების შექმნასა თუ გაფართოებას. ამ საბანკო პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, შეგიძლია შენი სურვილი რეალობად აქციო და წამოიწყო საყვარელი საქმიანობა, რისთვისაც ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფა დაგჭირდება. მიიღებ 50 000-დან 10 000 000 ლარამდე თანხას, შენი ბიზნეს საქმიანობის შესაბამისად. შენს საპროცენტო განაკვეთზე გავრცელდება სუბსიდირება სესხის ვადის განმავლობაში, რაც განისაზღვრება რეფინანსირების განაკვეთს მინუს 3%.   პროექტი შესაძლებლობას გაძლევს განავითარო სასტუმრო ბიზნესი რეგიონებში, შექმნა სამუშაო ადგილები, მოიზიდო დამსვენებლები და ხელი შეუწყო როგორც საკუთარი საქმიანობის, ასევე რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

აგროსესხი

აგრო ბიზნეს სესხები დაგეხმარება დაფინანსების მიღებაში, თუ გსურს შენი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაწყება ან არსებული ბიზნეს საქმიანობის განვითარება. აგრო სესხის პირობები საკმაოდ მოსახერხებელია და ისარგებლებ შენი ბიზნესის მიზნებზე მორგებული შესაძლებლობებით. აგრო სესხის აღება შესაძლებელია სხვადასხვა მიზნობრიობით – სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება, მრავალწლიანი კულტურების გაშენება და სხვა.

გაიგე მეტი ბიზნეს სესხის ტიპებსა და გადახდის შესაძლებლობებზე საქართველოს ბანკის ოფიციალურ პლატფორმაზე.

თემა

მსგავსი რესურსები

მიკრობანკი კრისტალი
სესხი

მიკრობანკი კრისტალი

კრისტალის ბიზნეს სესხი მეწარმე ქალების მხარდასაჭერად

გაიგე მეტი
პროკრედიტ ბანკი
სესხი

პროკრედიტ ბანკი

დაფინანსების პროგრამა და შემცირებული საპროცენტო განაკვეთი ქალი მეწარმეებისთვის

გაიგე მეტი
ლიბერთი
სესხი

ლიბერთი

ბიზნეს სესხების და ფინანსირების შესაძლებლობები შენი ბიზნესისთვის

გაიგე მეტი