მიიღე ლიბერთი ბანკის შეთავაზებები და შექმენი ახალი შესაძლებლობები შენი ბიზნესისთვის.
თუ გაქვს მცირე ბიზნესი და მისი განვითარებისთვის თანხა გჭირდება, მარტივად ისარგებლე ლიბერთის მცირე ბიზნესის სესხით.
მცირე ბიზნეს სესხი შეგიძლია გამოიყენო:
შენი ბიზნესის გაფართოებისთვის
ინფრასტურქტურის გაუმჯობესებისთვის
სხვა ნებისმიერი ტიპის ბიზნეს ხარჯების დასაფინანსებლად
ბანკი გთავაზობს 50 000 ლარამდე სესხს თავდებისა და უზრუნველყოფის გარეშე, შენს ბიზნესზე მორგებულ გრაფიკს და 11 თვემდე საშეღავათო პერიოდს სეზონური ბიზნესისთვის. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 13.2%-დან იწყება.
მიიღე ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნეს სესხი მარტივად, შენი ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით და მაქსიმალური საშეღავაღო პერიოდით.
სესხის აღება შეგიძლია ლარში, აშშ დოლარსა და ევროში
მოქნილი დაფარვის გრაფიკი
თანხის აღება სურვილისამებრ - ერთჯერადად, ან რამდენიმე ტრანშად
სესხი გაიცემა სამომხმარებლო და სამეწარმეო მიზნით
ამ საბანკო პროდუქტის შემთხვევაში, სესხის მოცულობა 50,000 ლარიდან - 5,000,000 ლარამდე მერყეობს და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ლარში 11,85%-დან, აშშ დოლარში 8%-დან ხოლო ევროში 5%-დან იწყება
თუ შენი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარებისთვის თანხა გჭირდება, ლიბერთი დაგეხმარება ყველა იდეისა და წამოწყების განხორციელებაში.
აგრო სესხი შეგიძლია გამოიყენო:
მეურნეობის გაფართოების მიზნით
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის
მანქანა-დანადგარების შესაძენად
სხვა ნებისმიერი ტიპის ბიზნეს ხარჯების დასაფინანსებლად
აგრო სესხის უპირატესობები
50 000 ლარამდე სესხის აღება თავდებისა და უზრუნველყოფის გარეშე
ბიზნესზე მაქსიმალურად მორგებული გადახდის გრაფიკი
ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდი
ნებისმიერ დროს განახლებადი სასესხო ლიმიტი
ამ საბანკო პროდუქტის შემთხვევაში, სესხის მოცულობა 1,000 ლარიდან - 5,000,000 ლარამდე მერყეობს და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ლარში 11,50%-დან, აშშ დოლარში 8%-დან ხოლო ევროში 5%-დან იწყება.
აგრო თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა
ამ პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა თანადაფინანსების გზით.
თუ საკუთარი მეურნეობა გაქვს და ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას გეგმავ, ამისთვის ახლა საუკეთესო დროა. ლიბერთის დახმარებით შეგიძლია დარეგისტრირდე სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამაში და სასურველი შენაძენის გასაკეთებლად მიიღო, თანხის 35%-მდე დაფინანსება სახელმწიფოსგან, თანხის დარჩენილი ნაწილი კი შეგიძლია, ლიბერთის აგრო კრედიტის სწრაფი და გამარტივებული პროცედურით დაიფინანსო, შენს აგრო შემოსავლებზე მორგებული საშეღავათო გრაფიკით და პარალელურად მიიღო 8%-იანი თანადაფინანსება სესხის პროცენტზე სახელმწიფოსგან.
გაიგე მეტი ბიზნეს სესხის ტიპებსა და გადახდის შესაძლებლობებზე ლიბერთის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
თემა
მსგავსი რესურსები
პროკრედიტ ბანკი
დაფინანსების პროგრამა და შემცირებული საპროცენტო განაკვეთი ქალი მეწარმეებისთვის