პროკრედიტ ბანკი

პროკრედიტ ბანკი

January 21, 2026
დაფინანსების პროგრამა და შემცირებული საპროცენტო განაკვეთი ქალი მეწარმეებისთვის

პროკრედიტ ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანამშრომლობით, ევროკავშირის და შვედეთის მხარდაჭერით, ქალი მეწარმეებისთვის დაკრედიტების სპეციალური პირობები და დამატებითი საკონსულტაციო და სატრენინგო სერვისები გახდა ხელმისაწვდომი.

დაფინანსების პროგრამა, ქალები ბიზნესში (WiB) ფონდის ფარგლებში მოქმედებს და საწყის ეტაპზე, 5 მილიონი ევროს ოდენობით საკრედიტო რესურსია გამოყოფილი.

დაფინანსების სპეციალური პირობები პროკრედიტ ბანკისგან გულისხმობს სესხზე შემცირებულ საპროცენტო განაკვეთს - სტანდარტულს - 0,5% და შეღავათს გირაოსა და გაცემის საკომისიოზე. დამატებით, ბიზნეს მომსახურე პაკეტით სარგებლობა ქალ მეწარმეებს ყოველთვიური ღირებულების განახევრებული ტარიფით შეუძლიათ.

პროგრამის არაფინანსური სარგებელი მოიცავს, სტრატეგიულ ტრენინგებსა და ვორქშოპებში მონაწილეობს, ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიც არის ლიდერობა და მართვა, ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია, ფინანსური მენეჯმენტი და სხვა.

ქალი მეწარმეები, რომლებიც დააკმაყოფილებენ EBRD-ის შერჩევის კრიტერიუმებს, პროგრამის ფარგლებში, შეძლებენ ისარგებლონ თანადაფინანსებით საკონსულტაციო სერვისებზე დიჯიტალიზაციის, ინკლუზიური და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, ასევე, სტრატეგიის, მარკეტინგული კომუნიკაციის, ორგანიზაციული სტრუქტურისა და ბიზნესის ფუნქციონირების ყველა საჭირო მექანიზმის გასამართად, რაც კომპანიის სწორ და ეფექტურ ფუნქციონირებას განაპირობებს.

პროგრამაში ჩასართავად საჭიროა, რომ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის დირექტორთა საბჭოს 50%-ს და მეტს ქალი დირექტორები შეადგენდნენ.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა პროკრედიტ ბანკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ბანკი არაერთ პროექტს ახორციელებს. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებით, კი ბანკი მეტად შეუწყობს ხელს ქალების როლის გაძლიერებას ეკონომიკაში.

მათ, ვისაც სურთ, დაფინანსების ახალი შესაძლებლობით განავითარონ ბიზნესი, და/ან მიიღონ დამატებითი ინფორმაცია ტრენინგებისა და საკონსულტაციო პროექტების შესახებ, საჭიროა გაიარონ კონსულტაცია პროკრედიტის ბიზნეს მრჩევლებთან.

ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამისა და ბიზნეს სესხებთან დაკავშირებით კონსულტაციას პროკრედიტ ბანკის ოფიციალურ პლატფორმაზე გაივლი.

თემა

მსგავსი რესურსები

მიკრობანკი კრისტალი
სესხი

მიკრობანკი კრისტალი

კრისტალის ბიზნეს სესხი მეწარმე ქალების მხარდასაჭერად

გაიგე მეტი
ლიბერთი
სესხი

ლიბერთი

ბიზნეს სესხების და ფინანსირების შესაძლებლობები შენი ბიზნესისთვის

გაიგე მეტი
თიბისი ბანკი
სესხი

თიბისი ბანკი

ბიზნეს სესხების და ფინანსირების შესაძლებლობები შენი ბიზნესისთვის

გაიგე მეტი