მიკრობანკი კრისტალი

მიკრობანკი კრისტალი

January 21, 2026
კრისტალის ბიზნეს სესხი მეწარმე ქალების მხარდასაჭერად

მეწარმე ქალების დაფინანსება და ხელშეწყობა დაარსების დღიდან “კრისტალის" ბიზნესსაქმიანობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მიკრობანკის მომხმარებლების 60% ქალია, რომელთა უდიდესი ნაწილი საქართველოს რეგიონებში საქმიანობს. შესაბამისად, მეწარმე ქალები კომპანიისთვის სტრატეგიული სეგმენტია.

ქალებს, რომლებიც სხვადასხვა მასშტაბის საქმიანობებს უძღვებიან, "კრისტალი" მრავალფეროვან, მათზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. "კრისტალის" მიდგომა და სტრატეგია ითვალისწინებს მეწარმე ქალთა მხარდაჭერას, რაც ტრენინგებსა და მენტორინგს, ღირებული პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას, საჭირო კონტაქტების დამყარებას, პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარებაში ხელშეწყობას გულისხმობს. მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგაც მეწარმე ქალების მხარდაჭერა კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებად დარჩა.

"კრისტალის" ბიზნესსესხები მეწარმე ქალებისთვის

მეწარმე ქალებს "კრისტალი" მათ ბიზნეს სესხსა და სტარტაპ სესხს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი ზედმიწევნით ითვალისწინებს იმ საჭიროებებს, რომლებიც მეწარმე ქალებს აქვთ.

ბიზნეს სესხი მაქსიმუმ 84 თვემდე ვადით გაიცემა, მისი მაქსიმალური თანხა კი 300 000 ლარია. საპროცენტო განაკვეთი ამ პროდუქტის შემთხვევაში 18%-დან იწყება, ხოლო ეფექტური — 22%-დან. 100 000 ლარამდე ბიზნეს სესხზე არ მოითხოვება არც უზრუნველყოფა და არც თავდებობა.

რაც შეეხება სტარტაპ სესხს, მისი მაქსიმალური ოდენობა 50 000 ლარია, ვადა კი — 48 თვე. პროდუქტის საპროცენტო განაკვეთი 20%-დან იწყება, ხოლოდ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი — 23.5%-დან. სტარტაპ სესხის გამორჩეული მახასიათებელი ბიზნესშემოსავლებზე მორგებული გრაფიკია.

ამ პროდუქტებით სარგებლობის შემთხვევაში, მეწარმე ქალები მათ საჭიროებებზე მორგებულ, მაღალი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას იღებენ. ბიზნეს სესხზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია "კრისტალის" ფილიალებში ვიზიტით, ტელეფონის ნომერზე 032 202 20 20 დარეკვით, ან ვებ-გვერდზე განაცხადის შევსებით.

თემა

მსგავსი რესურსები

პროკრედიტ ბანკი
სესხი

პროკრედიტ ბანკი

დაფინანსების პროგრამა და შემცირებული საპროცენტო განაკვეთი ქალი მეწარმეებისთვის

გაიგე მეტი
ლიბერთი
სესხი

ლიბერთი

ბიზნეს სესხების და ფინანსირების შესაძლებლობები შენი ბიზნესისთვის

გაიგე მეტი
თიბისი ბანკი
სესხი

თიბისი ბანკი

ბიზნეს სესხების და ფინანსირების შესაძლებლობები შენი ბიზნესისთვის

გაიგე მეტი