მონაცემთა დაცვა
www.forher.ge-ის პლატფორმა შეიქმნა პროექტის „მისი ძალა, მისი მომავალი" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ააიპ „ქეა კავკასია" (ს/კ 405389609), ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, კერძოდ, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ვებ-გვერდის მიზანია ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლება. პლატფორმა საინფორმაციო ხასიათისაა და არ აგროვებს მომხმარებლის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას მზა ჩანაწერების (cookies) სახით.
ქეა კავკასია რეგიონში 1989 წლიდან მუშაობს და საქმიანობა დაიწყო, როგორც ჰუმანიტარულმა სააგენტომ, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად. ადრეული 2000-იანი წლებიდან, ორგანიზაციამ დაიწყო გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელება. ქეას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამები მიზნად ისახავს სიღარიბის და სოციალური უთანასწორობის შემცირებას და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ქეას პროგრამები ფოკუსირდება ქალებზე, ახალგაზრდებზე, კონფლიქტით დაზარალებული რეგიონის და შორეულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.care-caucasus.org.ge