WeVenture: ქალი მეწარმეებისთვის

WeVenture: ქალი მეწარმეებისთვის

December 04, 2025
Civitta, მსოფლიო ბანკთან ერთად, ქალი მეწარმეების გასაძლიერებლად WeVenture პროექტს იწყებს.

საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Civitta, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ქალი მეწარმეების გასაძლიერებლად ახალ WeVenture პროექტს იწყებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დახვეწონ საკუთარი სამეწარმეო უნარები, განავითარონ ბიზნეს-მოდელები და გააფართოვონ პროფესიული ქსელი.

WeVenture აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ სესიებს შემდეგ თემებზე:

  • სამეწარმეო აზროვნების გაუმჯობესება

  • ბაზრის კვლევა და სამიზნე აუდიტორის იდენტიფიცირება

  • ფინანსური მოდელების და სტრატეგიების შექმნა

  • ფინანსების მოძიება

  • ინვესტორებთან მოლაპარაკებების წარმოება

შერჩეული მეწარმეები ჩაერთვებიან 12-კვირიან ინტერაქციულ ტრენინგებსა და ინდივიდუალურ სესიებში, რომელსაც წამყვანი ტრენერები და გამოცდილი ინვესტორები წარუძღვებიან. პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეები საკუთარ ბიზნეს იდეებს, ჟიურის წინაშე, Demo Day-ზე წარადგენენ. საუკეთესო შეფასებების მქონე ქალი მეწარმეები მიიღებენ ფულად და სხვა სახის პრიზებს.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა - 5 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გადადი ბმულზე და შეავსე სააპლიკაციო ფორმა.

მსგავსი რესურსები

თიბისი კამპუსი 2026
კურსები

თიბისი კამპუსი 2026

თიბისი კამპუსის მარკეტინგის მოდულზე რეგისტრაცია დაიწყო

გაიგე მეტი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)
კურსები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)

ქალებისა და გოგონების გაძლიერება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორში

გაიგე მეტი
ქალთა ეკონომიკური გაძლიერება რეგიონებში
კურსები

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება რეგიონებში

კრედო ბანკის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტი რეგიონებში

გაიგე მეტი