ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)

January 19, 2026
ქალებისა და გოგონების გაძლიერება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორში

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით ერთეულს საქართველოში. ეს არის სივრცე, სადაც ინტეგრირდება ბიზნესი და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრების გაერთიანებით. აკადემიური პროგრამების გარდა, უნივერსიტეტი მხარს უჭერს ინოვაციებით, ტექნოლოგიებითა და მეწარმეობით დაინტერესებულ ქალებსა და გოგონებს ისეთი პროექტების ფარგლებში, როგოებიცაა: Women in AI, Tech Women Community, iamtheCODE და სხვა.

Women in AI პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით 2024 წლის თებერვალს დაიწყო და ევროკავშირისა და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, 200-მა ბენეფიციარმა გაიარა ხელოვნური ინტელექტისა და ვებ დეველოპმენტის მიმართულებით 9-თვიანი გადამზადების კურსი. პროექტის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენდნენ საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში მცხოვრები/რეგისტრირებული 16+ წლის ქალები, საბაზისო ტექნოლოგიური უნარებით.

Tech Women Community დაფუძნდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, D ბლოკისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით, 2025 წელს. ეს არის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს საქართველოში მცხოვრებ ქალებსა და გოგონებს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორში. ინიციატივის მისიაა ქალთა წარმომადგენლობისა და ჩართულობის გაზრდა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში, რათა შეიქმნას უფრო მრავალფეროვანი და ინოვაციური ეკოსისტემა. ქსელში 250-მდე ქალია გაწევრიანებული, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ესწრებოდნენ მასტერკლასებს, ტრენინგებსა და სხვა სახის ღონისძიებებს როგორც ICT მიმართულებით, ისე პიროვნული და პროფესიული განვითარების კუთხით.

iamtheCODE  - საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქალების, ბავშვებისა და გოგონების განათლებისა და ტექნოლოგიური გაძლიერების ხელშეწყობას. iamtheCODE – ის პლატფორმა აერთიანებს 60,000 კურსს, 18 ენაზე, რომლებიც საქართველოში მცხოვრები 250,000 ქალისთვის, ბავშვისთვისა და მოზარდისთვის სრული დაფინანსებით იქნება ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ 250,000 ბენეფიციარიდან 50,000-ს შესაძლებლობა ექნება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გაიაროს კურსები.

ორგანიზაცია iamtheCODE მსოფლიოს მასშტაბით 87 ქვეყანაში საქმიანობს და მიზნად ისახავს 2030 წლამდე 1 მილიონი ახალგაზრდა ქალი, გოგონა და მოზარდი გადაამზადოს ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში და ამ გზით მხარი დაუჭიროს გაეროს 2030 წლის დღის წესრიგს. პლატფორმაზე რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიმდინარე პროექტების შესახებ დამატებით ინფორმაციას მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან სოციალური მედიის არხზე გაეცნობი.

მსგავსი რესურსები

თიბისი კამპუსი 2026
კურსები

თიბისი კამპუსი 2026

თიბისი კამპუსის მარკეტინგის მოდულზე რეგისტრაცია დაიწყო

გაიგე მეტი
ქალთა ეკონომიკური გაძლიერება რეგიონებში
კურსები

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება რეგიონებში

კრედო ბანკის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტი რეგიონებში

გაიგე მეტი
დაეუფლე მომავლის პროფესიას
კურსები

დაეუფლე მომავლის პროფესიას

კრედო ბანკის შესაძლებლობები რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

გაიგე მეტი