თიბისი კამპუსი 2026

თიბისი კამპუსი 2026

January 28, 2026
თიბისი კამპუსის მარკეტინგის მოდულზე რეგისტრაცია დაიწყო

თიბისი კამპუსი სტუდენტებს განახლებული – უფრო მოქნილი და მათ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო ფორმატით უბრუნდება. ამჟამად, კამპუსი ოთხ დამოუკიდებელ მოდულად დაიყო, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თავად ააწყონ სასურველი სასწავლო პორტფოლიო და აირჩიონ მათთვის საინტერესო მიმართულებები.

თიბისი კამპუსის 2026 წლის სეზონი მარკეტინგის მოდულზე მიღებით იწყება და რეგისტრაცია 5 თებერვლის ჩათვლითაა შესაძლებელი. სასწავლო პროცესი კი 16 თებერვალს დაიწყება და 31 მარტამდე გაგრძელდება.

მარკეტინგის მოდული სამი ცალკეული კურსისგან შედგება:

  • სარეკლამო კონტენტის შექმნა

  • ციფრული მარკეტინგი

  • SEO – საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია.

თიბისი ზრუნავს, რომ განათლება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. ამიტომ, კამპუსში სწავლება, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს და სრულიად უფასოა.

კამპუსში მონაწილეობა შეუძლიათ 18-24 წლის ახალგაზრდებს. კამპუსის კურსებზე მიღებული ცოდნა სტუდენტებს ეხმარება, როგორც კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებაში, ისე საკუთარი ბიზნესის ეფექტიან მართვაში.

თიბისის განათლების პროგრამები გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში კიდევ უფრო გაიღრმაო ცოდნა. ყველაფერი გამოვა – მთავარია, გჯეროდეს!

გალერეა

მსგავსი რესურსები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)
კურსები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)

ქალებისა და გოგონების გაძლიერება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორში

გაიგე მეტი
ქალთა ეკონომიკური გაძლიერება რეგიონებში
კურსები

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება რეგიონებში

კრედო ბანკის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტი რეგიონებში

გაიგე მეტი
დაეუფლე მომავლის პროფესიას
კურსები

დაეუფლე მომავლის პროფესიას

კრედო ბანკის შესაძლებლობები რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

გაიგე მეტი