კრედო ბანკი, გაეროსთან და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) ერთად, რეგიონებში მცხოვრები ქალი მეწარმეების ეკონომიკური გაძლიერებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში, გურიაში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ქალ მეწარმეებს ჩაუტარდათ სხვადასხვა სახის ტრენინგი ციფრული ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში, აქცენტი გაკეთდა ისეთ ციფრულ უნარებზე, რომელიც მეწარმე ქალებს თავიანთი საქმიანობის და ბიზნესის ონლაინ სივრცეში განვითარების შესაძლებლობას აძლევს. მათ შორის:
ციფრული მარკეტინგი და კონტენტის შექმნა – Canva, სოციალური მედიის პლატფორმების (Facebook/Instagram, Business Suite, Ads Manager) ეფექტიანი გამოყენება.
ციფრული სერვისები ბიზნესისთვის – თანამედროვე საბანკო სერვისები, Mycredo აპლიკაცია და ბიზნეს ინტერნეტ ბანკი, როგორც ეფექტიანობისა და პროცესების გამარტივების ინსტრუმენტები.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში – AI ინსტრუმენტები მარკეტინგისთვის, მომხმარებელთან კომუნიკაციისა და სამუშაო პროცესების გამარტივებისთვის.
Excel-ის ძირითადი ფუნქციები და ფორმულები – უნარების გაუმჯობესება მონაცემების დამუშავებისა და ფინანსური დაგეგმვის მიმართულებით.
ფინანსური მართვა – კომპანიის ფინანსური ანალიზისა და ბრუნვის მართვის პრაქტიკული მიდგომები.
პროექტი მომავალშიც აპირებს ქალების მიერ მართული ბიზნესების მხარდაჭერას, მათი ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერებისა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების მიზნით.
თუ ხარ ქალი, ცხოვრობ სოფელში და დაინტერესდი ამ შესაძლებლობით, დამატებით ინფორმაციას კრედო ბანკის ვებ-გვერდზე გაეცნობი.
თემა
მსგავსი რესურსები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)
ქალებისა და გოგონების გაძლიერება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორში
დაეუფლე მომავლის პროფესიას
კრედო ბანკის შესაძლებლობები რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის