ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა მიკრობანკ კრისტალის მიერ 2016 წელს დაფუძნდა. სკოლის მიზანია ახალგაზრდებში ბიზნეს და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება, საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათ სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება.
ინიციატივაში ჩართული ახალგაზრდები სწავლობენ, როგორ აქციონ ბიზნესიდეა ბიზნეს მოდელად, დაწერონ ბინზეს პროექტი და დაგეგმონ ფინანსები. ტრენინგ-კურსი ორ-თვიანია. პირველ ეტაპზე მონაწილეები მეწარმეობაში ზოგად კურსს გადიან, მეორე დონეზე ბიზნეს იდეების - ბიზნეს პროექტებად გარდაქმნას ეუფლებიან, კურსის დასრულებისას კი მომზადებულ ბიზნეს გეგმებს შეფასების კომისიასთან წარადგენენ. სკოლის დამთავრების შემდეგ, ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო შერჩეული საუკეთესო ბიზნეს პროექტების ავტორები კრისტალისგან თანადაფინანსებას იღებენ.
მეწარმეთა სკოლაში მონაწილეობის სურვილი სულ 4,000-მდე ახალგაზრდამ გამოთქვა, საიდანაც 1,000-ზე მეტმა წარმატებით გაიარა მეწარმეობის ტრენინგები. 500-მდე კურსდამთავრებულმა კრისტალის საინვესტიციო კომისიას საკუთარი ბიზნეს პროექტი წარუდგინა, საიდანაც 90-მდე მონაწილე დაფინანსდა და დღეს საკუთარი სტარტაპის მფლობელია.
ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გადადი ვებგვერდზე და გაიგე მეტი.
თემა
მსგავსი რესურსები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)
ქალებისა და გოგონების გაძლიერება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორში
ქალთა ეკონომიკური გაძლიერება რეგიონებში
კრედო ბანკის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტი რეგიონებში