გაეროს მოსახლეობის ფონდის საქმიანობა საქართველოს დასახმარებლად 1993 წლიდან იწყება. თავდაპირველ მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის დახმარება რეპროდუქციული ჯანმრთელობის ძირითადი პრობლემების მოსაგვარებლად. გაეროს მოსახლეობის ფონდმა სრულმასშტაბიანი ოფისი საქართველოში 1999 წელს გახსნა. ამ დროიდან, საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და დონორებთან პარტნიორობით, გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამები გაფართოვდა კაიროს მოსახლეობისა და განვითარების კონფერენციის სამოქმედო პროგრამის, ათასწლეულის განვითარების მიზნებისა და მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.
გაეროს მოსახლეობის ფონდის ეროვნული პროგრამა საქართველოსთვის მორგებულია ქვეყნის საჭიროებებზე და პრიორიტეტებზე სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, მოსახლეობის დინამიკისა და გენდერული თანასწორობის სფეროებში ძირითად საკვანძო საკითხებზე კონცენტრირების გზით. დახმარების სფერო მოიცავს საკითხთა ფართო ჩამონათვალს, მათ შორის, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის გაზრდა, გენდერული თანასწორობა და რეპროდუქციული უფლებების გაძლიერება და დახმარება.
გენდერული თანასწორობა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებაა. ქალებს უფლება აქვთ, იცხოვრონ ღირსეულად, სიღარიბისა და შიშის გარეშე. ძლიერი ქალები ხელს უწყობენ ოჯახებისა და თემების კეთილდღეობას და პროდუქტიულობას და შემდეგი თაობის სამომავლო პერსპექტივების გაუმჯობესებას. 30 წელზე მეტია გაეროს მოსახლეობის ფონდი ადვოკატირებას უწევს გენდერულ თანასწორობას და ქალთა უფლებებს, ხელს უწყობს საკანონმდებლო და პოლიტიკურ რეფორმებს, გენდერულად სენსიტიური მონაცემების შეგროვებას, ასევე მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც აუმჯობესებს ქალთა ჯანმრთელობას და ხელს უწყობს მათი ცხოვრებისეული არჩევანის გაფართოებას.
გაიგე მეტი გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ საქართველოში განხორციელებული პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ ორგანიზაციის ვებ-გვერდსა და სოციალური ქსელის არხზე.
თემა
მსგავსი რესურსები
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)
გერმანიის მხარდაჭერა საქართველოში 1992 წლიდან
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
აგრობიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი სერვისები და შესაძლებლობები
გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women)
გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა საქართველოში