საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

January 19, 2026
აგრობიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი სერვისები და შესაძლებლობები

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წარმოადგენს 2012 წელს დაფუძნებულ ქოლგა ორგანიზაციას, რომელიც  აერთიანებს 5000-ზე მეტ ფერმერს და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის ასოციაციას. ორგანიზაციის მიზანი და ხედვაა ფერმერთა შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობით გაზარდოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა ქვეყანაში, გააერთიანოს ფერმერთა ხმა მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით, ხელი შეუწყოს ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და მათ მიერ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილის დაფასებას.

ასოციაციის ძირითადი საქმიანობა ეფუძნება ფერმერთა ადვოკატირებას, შესაძლებლობების განვითარებას და კავშირების დამყარებას ფერმერების და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული სექტორების  გასაძლიერებლად. ასოციაცია შუამავლის როლს ასრულებს და ნერგავს საკომუნიკაციო მექანიზმებს მთავრობასთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან, იცავს ფერმერთა ინტერესებს აგროინდუსტრიასთან დაკავშირებული პოლიტიკის განმსაზღვრელთან, დონორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩართულია ფერმერების საქმიანობის განვითარებისთვის ხელშემწყობი შესაბამისი პოლიტიკის და ქმედებების განხორციელების პროცესში.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია მომხმარებლებს სთავაზობს აგრობიზნესის განვითარებისათვის საჭირო მხარდამჭერ სერვისებს. ასოციაციას აქვს სამი რეგიონული ოფისი: კახეთში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში. ასოციაციამ შექმნა ფერმერთა სათათბირო და აგროტურიზმის განვითარების მხარდაჭერის მიზნით, დააფუძნა საქართველოს აგროტურიზმის რეგიონალური ასოციაცია (GARA).

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია არის ევროპის ფერმერთა და აგროკოოპერატივთა გაერთიანების COPA-COGECA-ს პარტნიორი და მსოფლიო ფერმერთა ორგანიზაციის (WFO) აფილირებული წევრი.

გაიგე მეტი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიმდინარე პროექტებისა და შესაძლებლობების შესახებ ორგანიზაციის ვებ-გვერდსა და სოციალური მედიის არხზე.

მსგავსი რესურსები

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)
ფონდების მოძიება

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)

გერმანიის მხარდაჭერა საქართველოში 1992 წლიდან

გაიგე მეტი
გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოში (UNFPA)
ფონდების მოძიება

გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოში (UNFPA)

უფლებებისა და არჩევანის უზრუნველყოფა 1993 წლიდან

გაიგე მეტი
გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women)
ფონდების მოძიება

გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women)

გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა საქართველოში

გაიგე მეტი