დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველომ ფართომასშტაბიანი რეფორმები განახორციელა, მიაღწია ეკონომიკურ პროგრესს და მნიშვნელოვნად შეამცირა სიღარიბე. თუმცა, გამოწვევები კვლავ სახეზეა. ეკონომიკური განვითარება ფერხდება კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტით, რაც შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი განათლების მქონე კადრების სიმცირით არის გამოწვეული. ამასთანავე, ქვეყანა აქვს პრობლემები კლიმატური მიზნების შესრულების, რესურსების დაცვისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მიმართულებით. ზემოხსენებული გამოწვევების გადაჭრის მიზნით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოში პროექტებს 1992 წლიდან ახორციელებს.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროექტები ძირითადად გერმანიის სამინისტროებთან და ევროკავშირთან პარტნიორობით ხორციელდება. ქართულ-გერმანული პროექტები ფოკუსირებულია ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა:
ეკონომიკური განვითარება, პროფესიული განათლება და დასაქმება
კლიმატის ცვლილება და ენერგეტიკა
კარგი მმართველობა
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ხელს უწყობს ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესებას, რათა კომპანიები გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანი და თავიანთი საქმიანობა ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი გახადონ. საქართველოში კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტის დასაძლევად, GIZ ავითარებს პროფესიული განათლების სისტემას, მათ შორის პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო კურსებს ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ტურიზმი, ლოჯისტიკა და მშენებლობა.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება საქართველოში ახორციელებს რეგიონულ პროექტებსაც, რომლიც ძირითადი მიმართულებებია ადმინისტრაციული რეფორმები, სამოქალაქო საზოგადოების და ახალგაზრდების გაძლიერება, მდგრადი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და ციფრული დემოკრატიის განვითარება.
თემა
მსგავსი რესურსები
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
აგრობიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი სერვისები და შესაძლებლობები
გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოში (UNFPA)
უფლებებისა და არჩევანის უზრუნველყოფა 1993 წლიდან
გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women)
გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა საქართველოში