საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) საქართველოში დაფუძნებული ერთ-ერთი პირველი სამოქალაქო ორგანიზაციაა, რომელსაც ამ სექტორში წარმატებული საქმიანობის 26 წლიანი გამოცდილება აქვს. სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა ორგანიზაციის ერთ-ერთი პროგრამული პრიორიტეტია და ცენტრი მას 2009 წლის შემდგომ ახორციელებს. პროგრამის მიზანია სოციალური მეწარმეობის, როგორც ახალი მიდგომის განვითარება საქართველოში მოწყვლადი ჯგუფების სოციალური და ეკონომიკური ინკლუზიისთვის, საზოგადოებრივი და გარემოსდაცვითი გამოწვევების მოსაგვარებლად.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის ატარებს ტრენინგებს, გასცემს კონსულტაციებს, სოციალურ საწარმოებს უწევს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, ატარებს კვლევებს, რომელთა მიგნებების საფუძველზე ვითარდება რეკომენდაციები საქართველოში გადაწყვეტილებების მიმღებ პირთათვის სოციალური მეწარმეობის ქართულ რეალობასთან უკეთ მოსარგებად.
გაეცანი CSRDG-ს მიერ მხარდაჭერილ რამდენიმე სოციალურ საწარმოს და მიიღე მათგან ინსპირაცია.
ულევი კერამიკა
ევროკავშირისა და CSRDG-ის მხარდაჭერით შექმნილი „ულევი კერამიკა“ სოციალური საწარმოა მარტყოფში, სადაც ხანდაზმულები, ახალგაზრდები და ბავშვები ერთად ქმნიან შემოქმედების, სოციალური კავშირის და თვითრეალიზების სივრცეს. "ულევი" აერთიანებს კერამიკის სახელოსნოს, ვორქშოპებს, რეზიდენციებს, ფესტივალებს, იოგას კურსებს და კინოჩვენებებს.
ჩემპი
მოუსმინე ნონა ნონიაშვილს, სოციალური საწარმო "ჩემპის" თანადამფუძნებელს, რომელიც გვიყვება, თუ რა როლი ითამაშა ევროკავშირისა და გავლენის ფონდ "აქციოს" მხარდაჭერამ მისი სოციალური საწარმოს განვითარებაში. “ჩემპი” ხელს უწყობს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადგილობრივ ფერმერებს.
დედიკო
"დედიკოში” იქმნება არა მხოლოდ ნივთები, არამედ ისტორიები - გულით, სიყვარულით და იმედით. ევროკავშირისა და გავლენის ფონდ "აქციოს" მხარდაჭერით, სოციალური საწარმო “დედიკო” ეხმარება ქალებს შეიძინონ ახალი პროფესია, გახდნენ ეკონომიკურად დამოუკიდებელი და აიმაღლონ საკუთარი თავის რწმენა.
ამიგატო
„ამიგატოს“ ისტორია კატებზე ზრუნვის სურვილით დაიწყო. ევროკავშირის, „პური მსოფლიოსთვის“ და CSRDG-ის მხარდაჭერით, ის გახდა პირველი ქართული ბრენდი, რომელიც კატებისთვის ავეჯს მათ ბუნებრივ ინსტინქტებზე მორგებით ქმნის. მიღებული შემოსავლებით კი სოციალური საწარმო მიუსაფარი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზრუნავს და საზოგადოებაში ჰუმანური მოპყრობის შესახებ ცნობიერებას ზრდის.
თემა
მსგავსი რესურსები
Mercy Corps საქართველო
სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება, სიღარიბის შემცირება და ეკონომიკური განვითარების პროგრამები მთელი ქვეყნის მასშტაბით
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)
გერმანიის მხარდაჭერა საქართველოში 1992 წლიდან
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
აგრობიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი სერვისები და შესაძლებლობები