სოციალურ საწარმოთა ალიანსი წარმოადგენს ქოლგა ორგანიზაციას, რომელშიც გაერთიანებულია 47 სოციალური საწარმო და 453 თანამშრომელი. ორგანიზაცია ეფუძნება ისეთი სოციალურ მიზნებს, როგორებიცაა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, გარემოზე ზრუნვა, ქალების გაძლიერება, ინკლუზიური გარემოს შექმნა, შრომითი ინტეგრაცია და ა.შ.
სოციალურ საწარმოთა ალიანსი საქართველოში მოქმედ და ალიანსის წევრ სოციალურ საწარმოებს სთავაზობს მრავალფეროვან სერვისებს, რომელიც მოიცავს ტრენინგებს, საკონსულტაციო მომსახურებას, ადვოკატირებას, თანამშრომლობასა და კვლევით საქმიანობას.
ყოველწლიურად, ალიანსი ორგანიზებას უწევს სოციალურ მეწარმეთა ფორუმს, რომელიც წარმოადგენს სოციალურ საწარმოებს შორის თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაზიარების პლატფორმას.
სოციალურ საწარმოთა ალიანსის ერთ-ერთს წარმატებულ პროექტს წარმოადგენს ესკი - პირველი კონცეპტ სივრცე საქართველოში, რომელიც 25 სოციალური საწარმოს და 350-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აერთიანებს.
სოციალურ საწარმოთა ალიანსის წევრობასა და სხვა შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის ვებ-გვერდსა და სოციალური მედიის არხზე გაეცნობი.
თემა
მსგავსი რესურსები
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა საქართველოში