ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

January 19, 2026
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა საქართველოში

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური ანალიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც მიისწრაფვის ეკონომიკური პოლიტიკის გარემოს გაუმჯობესებისკენ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის რეკომენდაციებისა და კონსულტაციების, ძირითადი საჯარო ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერებისა და მთავრობის ქმედებებისა და პოლიტიკურ ვალდებულებების მონიტორინგის გზით.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, უმთავრესად გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათისაა. შესაბამისად, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი  მუშაობს საქართველოს ეკონომიკური განვითარების საკითხებზე უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განზომილების, კარგი მმართველობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში. ცენტრს განხორციელებული აქვს სხვადასხვა პროექტი ქალი მეწარმეების ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად, მათ შორის „შესაძლებლობები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ და „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან"

„შესაძლებლობები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“  პროექტი განხორციელდა  ბრიტანეთის საელჩოს კარგი მმართველობის ფონდის მიერ.  ინიციატივა მიზნად ისახავდა ქალი მეწარმეების გაძლიერებას კვლევით და სხვა შესაძლებლობების შეთავაზების გზით. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ღონისძიებები, რომელიც ემსახურებოდა ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას, ქართველი ქალი მეწარმეების ცნობადობის გაზრდას, კერძო-საჯარო დიალოგის ხელშეწყობას და ქალი მეწარმეების ხელისშემწყობი პოლიტიკის გატარების მხარდაჭერას. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ისეთი აქტივობები, როგორებიცაა კვლევებისა და გზამკვლევების მომზადება, მასტერკლასები და ტრენინგები, ელექტრონული რესურსების მობილიზება და საგანმანათლებლო ინიციატივები მეწარმე ქალების გასაძლიერებლად.

„ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" - პროექტი განხორციელდა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და სააგენტო „აწარმოე საქართველოში" თანამშრომლობით. პროექტის მიზანს წარმოადგენდა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

პროექტში ჩაერთო 100-მდე კომპანია, რომლებიც მუშაობდნენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგის, ინტერიერის დიზაინის, არქიტეტურის, სათამაშოების და საბავშვო ტანსაცმლის წარმოების მიმართულებით. პროექტში ასევე ჩაერთო სააგენტო „აწარმოე საქართველოს" 500 ბენეფიციარი კომპანია არასასოფლოსამეურნეო სფეროებიდან.

გაიგე მეტი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის შესახებ ორგანიზაციის ვებ-გვერდსა და სოციალური მედიის არხზე.

მსგავსი რესურსები

სოციალურ საწარმოთა ალიანსი
ბიზნეს კონსულტაციები

სოციალურ საწარმოთა ალიანსი

სოციალური საწარმოების ქოლგა ორგანიზაცია საქართველოში

გაიგე მეტი
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა
ბიზნეს კონსულტაციები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა

აღმოაჩინე შენი ბიზნესის ახალი შესაძლებლობები

გაიგე მეტი
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV)
ბიზნეს კონსულტაციები

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV)

განავითარე ეკონომიკური ურთიერთობები გერმანიასთან

გაიგე მეტი