საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა

December 16, 2025
აღმოაჩინე შენი ბიზნესის ახალი შესაძლებლობები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქვეყნის ყველაზე მსხვილ ბიზნეს გაერთიანებას წარმოადგენს. ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროექტების მეშვეობით, პალატა კერძო სექტორის ინტერესების დაცვასა და განვითარებას უზრუნველყოფს. პალატა განსაკუთრებით აქტიურია საერთაშორისო დონეზე, გააჩნია ფართო კავშირები და პალატების საერთაშორისო ქსელის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ღია დიალოგისა და ადვოკატირების გზით, ეხმარება ბიზნეს-სექტორს არსებული პრობლემების გადაჭრასა და სხვადასხვა გამოწვევების დაძლევაში. პალატა წარმოდგენილია ბიზნესისთვის მნიშვნელოვან ყველა მთავრობათაშორისო კომისიასა და სამუშაო ჯგუფში, რათა უზრუნველყოს ბიზნეს სუბიექტების, განსაკუთრებით კი რეგიონული მცირე და საშუალო მეწარმეების ინტერესების დაცვა. აგრეთვე, პალატას გაფორმებული აქვს ასზე მეტი მემორანდუმი სხვადასხვა ქვეყნის, როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ პალატებსა თუ სხვა სახის ბიზნეს გაერთიანებებთან.

დღეს-დღეობით, ბიზნესის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას კვალიფიციური სამუშაო ძალის სიმცირე წარმოადგენს. ამ გამოწვევის საპასუხოდ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ბიზნესებს საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს, რაც გულისხმობს კომპანიისთვის,  მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებასა და სახელმწიფოს მხრიდან, მის განხორციელებაზე ავტორიზაციისა და დაფინანსების მოპოვებაში დახმარებას.

თუ ხარ ქართველი მეწარმე და დაინტერესდი საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის შესაძლებლობებით, უფრო მეტ ინფორმაციას ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გაეცნობი.

მსგავსი რესურსები

სოციალურ საწარმოთა ალიანსი
ბიზნეს კონსულტაციები

სოციალურ საწარმოთა ალიანსი

სოციალური საწარმოების ქოლგა ორგანიზაცია საქართველოში

გაიგე მეტი
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
ბიზნეს კონსულტაციები

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა საქართველოში

გაიგე მეტი
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV)
ბიზნეს კონსულტაციები

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV)

განავითარე ეკონომიკური ურთიერთობები გერმანიასთან

გაიგე მეტი