გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV)

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV)

December 16, 2025
განავითარე ეკონომიკური ურთიერთობები გერმანიასთან

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) საწევრო ორგანიზაციაა, რომელიც აქტიურად არის ჩართული ქართულ-გერმანული ეკონომიკურ ურთიერთობების განვითარებაში. ორგანიზაცია ქართულ კომპანიებს, მათ შორის მცირე და საშუალო მეწარმეებს სთავაზობს საკონსულტაციო შეხვედრებს გერმანიის საბაზრო შესაძლებლობების თემაზე. გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება, მზად არის დაგეხმაროთ გერმანულ ბაზარზე წარმატებული შესვლის პროცესში და მოგაწოდოთ თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული სერვისი.

დაინტერესებულ მეწარმეებს, შეგიძლიათ გაეცნოთ სეგმენტირებულ კვლევებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:

  • ბაზრისა და ბიზნეს მიმართულებების მიმოხილვა

  • კონკურენციის ანალიზი

  • მოწოდების არხებისა და ფასების ანალიზი

  • კლიენტთა ანალიზი

  • სამუშაო სივრცის ანალიზი

კვლევასთან ერთად, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება გთავაზობთ ბიზნეს პარტნიორის მოძიების პლატფორმას, სადაც შეგიძლიათ B2B მოლაპარაკებების გამართვა თქვენთვის სასურველ ბიზნესებთან. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ან თქვენს წარმომადგენელს ადგილზე შეხვედრის გამართვა არ შეგიძლიათ, ორგანიზაცია თავად წარუძღვება ბიზნეს მოლაპარაკებებს თქვენი სახელით და თქვენთან შეთანხმებით.

თუ კომპეტენციის გამაღრმავებელი ტრენინგებით ხართ დაინტერესებული, შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების პარტნიორების მიერ ჩატარებულ სემინარებში ისეთ თემებზე, როგორებიცაა:

  • გადასახადები და საგადასახადო სამართალი

  • თანამშრომელთა ქოუჩინგი და მენეჯმენტი

  • გაყიდვები

  • მომსახურების ხარისხი

  • სურსათის პროდუქტების უსაფრთხოება

თუ ხარ მცირე ან საშუალო მეწარმე და დაინტერესდი ამ შესაძლებლობებით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გადადი ვებ-გვერდზე.

მსგავსი რესურსები

სოციალურ საწარმოთა ალიანსი
ბიზნეს კონსულტაციები

სოციალურ საწარმოთა ალიანსი

სოციალური საწარმოების ქოლგა ორგანიზაცია საქართველოში

გაიგე მეტი
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
ბიზნეს კონსულტაციები

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა საქართველოში

გაიგე მეტი
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა
ბიზნეს კონსულტაციები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა

აღმოაჩინე შენი ბიზნესის ახალი შესაძლებლობები

გაიგე მეტი