„კრისტალ კონსალტინგი“ ქალთა გაძლიერების საკონსულტაციო პლატფორმა და მიკრობანკ კრისტალის შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2019 წელს დაფუძნდა და მეწარმე ქალების ეკონომიკურ მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
პლატფორმა მეწარმე ქალებს ბიზნეს კონსულტაციებსა და მენტორობას უწევს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ბიზნესის მართვა, მომხმარებლებთან ურთიერთობა, ბრენდინგი, მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა. ინოვაციური პლატფორმის დახმარებით, კრისტალი მეწარმე ქალებს ეკონომიკური წარმატებისთვის საჭირო ცოდნით, ინფორმაციით, უნარებითა და კავშირებით უზრუნველყოფს.
„კრისტალ კონსალტინგი“ მცირე და საშუალო მეწარმეებს მათი საქმიანობების განვითარებისთვის ახალ პროდუქტს, ბიზნესპროცესების ავტომატიზაციის სისტემასაც - Crystal ERP და POS-ის სთავაზობს. პროგრამის ფუნქციონალი მეწარმეს საშუალებას აძლევს ეფექტიანად მართოს ბიზნესპროცესები და მომწოდებლებთან ურთიერთობა, დაზოგოს დრო და მინიმუმამდე დაიყვანოს შესაძლო ხარვეზები. ამასთან, Crystal ERP მფლობელს ანალიტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებასა და გაყიდვების გაზრდაშიც ეხმარება.
„კრისტალ კონსალტინგის“ სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გადადი ვებგვერდზე და გაიგე მეტი.
თემა
მსგავსი რესურსები
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა საქართველოში