აწარმოე საქართველოში

აწარმოე საქართველოში

January 19, 2026
ბიზნესის განვითარება, ინვესტირება და ექსპორტის განვითარება საქართველოში

„აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პირველი სახელწიფო უწყებაა საქართველოში, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა. დინამიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო აერთიანებს ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს.

„აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების/სასტუმროების შექმნისა და არსებული საწარმოს/სასტუმროს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა. ეს პროგრამა უზრუნველყოფს ფინანსურ მხარდაჭერას წარმოების ბიზნესებისთვის და ფარავს მოწყობილობების ხარჯების 90%-მდე. სააგენტო ასევე ახორციელებს მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას და "სუბსიდირებული იპოთეკური სესხი"-ს სახელმწიფო პროგრამას.

„აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

„აწარმოე საქართველოში  ‒  ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების  მოზიდვა,  ხელშეწყობა და განვითარება. აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს ერთგვარ მედიატორს უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, მუშაობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ და ეხმარება დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში

პროგრამას დაემატა მეოთხე მიმართულება - „აწარმოე საქართველოში  ‒  ფილმი,“ რომლის მიზანიც საქართველოში კინოინდუსტრიის წახალისება და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების მოედნის პოპულარიზაციაა.

გაიგე მეტი  “აწარმოე საქართველოში” უწყების მიერ შემოთავაზებულ შესაძლებლობებზე, მის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალური მედიის არხზე.

გალერეა

მსგავსი რესურსები

სოფლის განვითარების სააგენტო
სამთავრობო პროგრამა

სოფლის განვითარების სააგენტო

თქვენი გზამკვლევი წარმატებული სოფლისკენ - გაეცანი მიმდინარე პროგრამებს

გაიგე მეტი
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
სამთავრობო პროგრამა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

56 000+ ჯამური ბენეფიციარი, 4556 + ბენეფიციარი რეგიონებში, 389 დაფინანსებული სტარტაპი

გაიგე მეტი
3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამა
სამთავრობო პროგრამა

3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტი (GENIE) განახორციელა.

გაიგე მეტი