3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამა

3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამა

December 15, 2025
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტი (GENIE) განახორციელა.

3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ მომზადება გაეარათ ბაზარზე არსებულ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში. პროგრამა მოიცავდა ისეთ კურსებს, როგორებიცაა: პროგრამირება, პროექტის მენეჯმენტი, Game/Mobile development, ხელოვნური ინტელექტი, დიზაინი, კიბერუსაფრთხოება, ბლოკჩეინი, ვირტუალიზაცია და სხვა. ჯამში 45 მიმართულება.

გარდა პროფესიული ტრენინგებისა, თითოეულმა მონაწილემ გაიარა დამატებითი კურსი პროდუქტის მენეჯმენტსა (Product Management) და ფრილანსერობაში (Freelancing), რათა შეეძინათ საჭირო რბილი უნარები (Soft Skills) როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობის გასაგრძელებლად. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, ყველა კურსდამთავრებულმა მიიღო საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდის ვაუჩერი. ტრენინგები მიმდინარეობდა დისტანციურ რეჟიმში, ინგლისურ ენაზე და სრულად დაფინანსდა სახელმწიფოს მიერ.

ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი IT ტრენინგ პროვაიდერი New Horizons, Space Cad-თან და თბილისის კომუნიკაციის სკოლასთან ერთად.

ტრენინგ პროგრამაში მონაწილეობა ამჟამად დასრულებულია, თუმცა დაინტერესებულ პირებს, შეგიძლიათ გაეცნოთ ვიდეო რესურსების კატალოგს შემდეგ ვებგვერდზე: www.ict.gov.ge

მსგავსი რესურსები

სოფლის განვითარების სააგენტო
სამთავრობო პროგრამა

სოფლის განვითარების სააგენტო

თქვენი გზამკვლევი წარმატებული სოფლისკენ - გაეცანი მიმდინარე პროგრამებს

გაიგე მეტი
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
სამთავრობო პროგრამა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

56 000+ ჯამური ბენეფიციარი, 4556 + ბენეფიციარი რეგიონებში, 389 დაფინანსებული სტარტაპი

გაიგე მეტი
აწარმოე საქართველოში
სამთავრობო პროგრამა

აწარმოე საქართველოში

ბიზნესის განვითარება, ინვესტირება და ექსპორტის განვითარება საქართველოში

გაიგე მეტი