სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროგრამებსა და პროექტებს. სააგენტოს მთავარი მიზანი სოფლად კეთილდღეობის შექმნაა.
სოფლის განვითარების სააგენტოს განხორციელებული პროგრამები მოიცავს როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო სამეურნეო (მაგ, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა) მიმართულებებს. სააგენტო კოორდინირებას უწევს ისეთ პროგრამებს, როგორებიცაა:
შეღავათიანი აგრო კრედიტი სოფლად საქმიანობის დასაწყებად
აგროდაზღვევა სავარაუდო რისკების შესამცირებლად
დანერგე მომავალი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის განვითარებისთვის
ტექნიკური დახმარების პროგრამა ბრენდირებისა და საერთაშორისო სტანდარტების დასანერგად
ქართული ბოსტნეული სათბურებიდან სასათბურე მეურნეობის თანადაფინანსებისთვის
მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამა მეფუტკრეობის დარგის განვითარებისთვის
ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ბიომეურნეობის მხარდასაჭერად
გაიგე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს სხვა მიმდინარე პროგრამების შესახებ უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე - rda.gov.ge-ზე.
თემა
მსგავსი რესურსები
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
56 000+ ჯამური ბენეფიციარი, 4556 + ბენეფიციარი რეგიონებში, 389 დაფინანსებული სტარტაპი
აწარმოე საქართველოში
ბიზნესის განვითარება, ინვესტირება და ექსპორტის განვითარება საქართველოში
3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტი (GENIE) განახორციელა.