ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო (IWAG)

ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო (IWAG)

December 15, 2025
ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველომ ყოველწლიური საახალწლო გამოფენა გამართა და საქველმოქმედო საქმიანობის 25-ე წლისთავი აღნიშნა.

ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო (IWAG) მოხალისეობრივ საწყისებზე დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებას, სოციალურ-კულტურული და საქველმოქმედო პროექტების გზით. IWAG-ის გუნდი ყოველწლიურად მართავს საახალწლო გამოფენას, რომელიც საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ადგილობრივ ხელოვანებს აერთიანებს. ეს ღონისძიება ქართველ მეწარმე ქალებს შესაძლებლობას აძლევს, რომ გამოფენაზე საკუთარი საწარმო და პროდუქტი წარადგინონ. 2025 წლის ზამთრის ბაზრობას, 29 ნოემბერს, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-მა უმასპინძლა.

მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ დაეთვალიერებინათ და შეიძინათ უნიკალური ხელნაკეთი და სადღესასწაულო თემატიკის ნივთები. მონაწილე საელჩოებმა წარმოადგინეს თავიანთი ქვეყნების ტრადიციული კერძები. ასევე, გაიმართა ბავშვებისთვის გასართობი და შემოქმედებითი თამაშები, სპეციალურად გამოყოფილ ზონაში. სტუმრების წინაშე, საშობაო სიმღერებით წარსდგა ორგანიზაციის ქალთა გუნდი. საახალწლო გამოფენიდან შემოსული თანხა, სრულად მოხმარდება საქველმოქმედო და სოციალური პროექტების დაფინანსებას საქართველოში.

საშობაო ბაზრობა ყოველწლიური ხასიათისაა და მონაწილეობის მისაღებად, წინასწარ უნდა  დარეგისტრირდეთ. დაინტერესებულმა პირებმა, გამოიწერეთ ორგანიზაციის სოციალური მედიის არხი და ეწვიეთ ვებ-გვერდს.

მსგავსი რესურსები

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)
ფონდების მოძიება

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)

გერმანიის მხარდაჭერა საქართველოში 1992 წლიდან

გაიგე მეტი
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
ფონდების მოძიება

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

აგრობიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი სერვისები და შესაძლებლობები

გაიგე მეტი
გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოში (UNFPA)
ფონდების მოძიება

გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოში (UNFPA)

უფლებებისა და არჩევანის უზრუნველყოფა 1993 წლიდან

გაიგე მეტი