გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)

January 19, 2026
სურსათისა და სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობები 1995 წლიდან

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მხარს უჭერს საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის გაძლიერებაში, სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სოფლად საარსებო წყაროების განვითარებაში. თანამედროვე ფერმერული პრაქტიკების დანერგვით, კლიმატ-გონივრული გადაწყვეტილებების ხელშეწყობითა და ერთიანი ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის სისტემების გაუმჯობესებით, FAO ეხმარება ფერმერებს, თემებსა და ინსტიტუციებს შესაძლებლობებისა და მედეგობის გაზრდაში.
გლობალური ექსპერტიზისა და ადგილობრივი გამოცდილების გაერთიანებით, FAO-ს წვლილი შეაქვს საქართველოში უფრო პროდუქტიული, ინკლუზიური და გარემოსადმი პასუხისმგებლიანი აგრარული სექტორის ჩამოყალიბებაში.

საქართველო FAO-ს წევრი ქვეყანა 1995 წელს გახდა. 2004 წლიდან საქართველო FAO-ს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ოფისის ნაწილია. იმავე წლის 4 ნოემბერს თბილისში გაიხსნა FAO-ს წარმომადგენლობის ოფისი.

FAO-ს მანდატია საქართველოში სასურსათო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების ეროვნული მიზნების მხარდაჭერა. საქართველოში FAO-ს პრიორიტეტები იმ სახელისუფლებო მიზნებისა და პრიორიტეტების მიხედვით განისაზღვრება, რომლებიც ქვეყნის მთავრობამ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახა. სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია ხელს უწყობს მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებას, ახალგაზრდების, ქალების და ფერმერების ჩართულობას და სოფლის განვითარების სტრატეგიისთვის სხვადასხვა სახის ტექნიკურ მხარდაჭერას.

გაიგე მეტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროგრამების შესახებ ორგანიზაციის ვებ-გვერდსა და სოციალური მედიის არხზე.

მსგავსი რესურსები

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)
ფონდების მოძიება

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)

გერმანიის მხარდაჭერა საქართველოში 1992 წლიდან

გაიგე მეტი
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
ფონდების მოძიება

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

აგრობიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი სერვისები და შესაძლებლობები

გაიგე მეტი
გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოში (UNFPA)
ფონდების მოძიება

გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოში (UNFPA)

უფლებებისა და არჩევანის უზრუნველყოფა 1993 წლიდან

გაიგე მეტი