გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

January 19, 2026
საერთაშორისო განვითარების პარტნიორობა 1993 წლიდან

გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს მდგრადი, მშვიდობიანი, თანასწორი და კლიმატისადმი მედეგი საზოგადოების მშენებლობას. ორგანიზაციის მიზანია არავინ დარჩეს განვითარების მიღმა.  გაეროს განვითარების პროგრამის საქმიანობა გაეროს წევრი ქვეყნების, მრავალმხრივი ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და სხვა წყაროების მიერ გაღებული თანხების მეშვეობით ხორციელდება.

UNDP აქტიურად თანამშრომლობს როგორც საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორებთან, ისე ადგილობრივ მოსახლეობასთან. გაეროს განვითარების პროგრამის საქმიანობა საქართველოში ეფუძნება ქვეყნის განვითარების საჭიროებებს და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა:

·        დემოკრატიული მმართველობა და ადამიანის უფლებები

·        გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება

·        მდგრადი განვითარება და კლიმატის ცვლილება

·        ეკონომიკური განვითარება და ინოვაცია

·        კონფლიქტების პრევენცია და ნდობის აღდგენა

ქალთა და ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება UNDP-ს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოს მთავრობასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს როგორც ქალ მეწარმეთა საგრანტო და მენტორინგ პროგრამებს, ასევე სტარტაპებისა და სოციალური საწარმოების მხარდამჭერ აქტივობებს.


გაიგე მეტი გაეროს განვითარების პროგრამის შესაძლებლობებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ორგანიზაციის ვებ-გვერდსა და სოციალური მედიის არხზე.

მსგავსი რესურსები

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)
ფონდების მოძიება

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)

გერმანიის მხარდაჭერა საქართველოში 1992 წლიდან

გაიგე მეტი
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
ფონდების მოძიება

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

აგრობიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი სერვისები და შესაძლებლობები

გაიგე მეტი
გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოში (UNFPA)
ფონდების მოძიება

გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოში (UNFPA)

უფლებებისა და არჩევანის უზრუნველყოფა 1993 წლიდან

გაიგე მეტი