ევროკავშირი საქართველოში

ევროკავშირი საქართველოში

January 19, 2026
ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში 1995 წლიდან

ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების საერთო ფასეულობებს ემყარება. სამ ათწლეულზე წელზე მეტია, რაც ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს განვითარებას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ექსპერტული ცოდნისა და ინოვაციების გადაცემისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით.

ევროკავშირს საქართველოში დაახლოებით 140 მიმდინარე პროექტი აქვს. აღნიშნული პროექტები ხორციელდება სხვადასხვა პარტნიორების მიერ, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო კომპანიები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. ევროკავშირი აფინანსებს მრავალ პროგრამას, რომელიც მიმართულია ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე, სამოქალაქო და პოლიტიკურ ჩართულობაზე, მეწარმეობის განვითარებასა და განათლებაზე. ქართველ ქალებს შეუძლიათ ისარგებლონ საგრანტო კონკურსებით, ტრენინგებით, გაცვლითი პროგრამებითა და ადგილობრივი განვითარების ინიციატივებით. საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება ევროკავშირის პრიორიტეტული მიმართულებებია, რომლებსაც ევროკავშირმა ENPARD პროგრამის ფარგლებში დაუჭირა მხარი. პროგრამის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენდა სოფლად სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების დივერსიფიკაციის ხელშეწყობა, ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსების უზრუნველყოფა სხვადასხვა ფორმით ხდება, რომელიც მოიცავს გრანტებს, ტენდერებს, შერეულ ფორმებს, სესხებსა და დარგის რეფორმირების მხარდამჭერ ხელშეკრულებებს.  თუმცა, ევროკავშირი დახმარებას ძირითადად გრანტების სახით უზრუნველყოფს. ფინანსური დახმარების ეს ფორმა თანხის უკან დაბრუნებას არ ითვალისწინებს და როგორც წესი, საგრანტო კონკურსის საფუძველზე გაიცემა. გრანტები არამომგებიანი ორგანიზაციებისათვის არის განკუთვნილი. მეორე მხრივ, ევროკავშირი გასცემს სესხებს ყველა სახის ბიზნესებისთვის კვლევებისა და ინოვაციების განსახორციელებლად. ის ასევე უზრუნველყოფს გარანტიებს ბანკებისა და სხვა საკრედიტო ორგანიზაციებიდან ბენეფიციარების მიერ სესხების ადვილად ან უკეთესი პირობებით მიღების ხელშესაწყობად.

გაიგე მეტი საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერილი პროგრამების შესახებ დელეგაციის ვებ-გვერდზე, Facebook-ისა და YouTube არხებზე.

მსგავსი რესურსები

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)
ფონდების მოძიება

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)

გერმანიის მხარდაჭერა საქართველოში 1992 წლიდან

გაიგე მეტი
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
ფონდების მოძიება

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

აგრობიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი სერვისები და შესაძლებლობები

გაიგე მეტი
გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოში (UNFPA)
ფონდების მოძიება

გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოში (UNFPA)

უფლებებისა და არჩევანის უზრუნველყოფა 1993 წლიდან

გაიგე მეტი