She’s Next საქართველოში

She’s Next საქართველოში

December 16, 2025
She’s Next Empowered by Visa - მხარდაჭერა ქალი მეწარმეებისთვის

She’s Next Empowered by Visa საქართველოში 2020 წლიდან ხორციელდება და ქალი მეწარმეების გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროგრამა განკუთვნილია იმ ქალებისთვის, რომლებიც უკვე მართავენ საკუთარ ბიზნესს, ან სურთ დაიწყონ სამეწარმეო საქმიანობა, პროფესიულად განვითარდნენ და გაიუმჯობესონ ბიზნესის მართვის უნარ-ჩვევები.

2025 წელს, She’s Next კონკურსის მეხუთე ტალღა დიზაინის ინსტიტუტსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობით განხორციელდა. პროგრამის სამიზნე აუდიტორიას ციფრული და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენელი ქალი მეწარმეები წარმოადგენდნენ. შერჩეულმა 15-მა მონაწილემ გაიარა ტრენინგ-კურსები და წარადგინა საკუთარი ბიზნეს წინადადება კომპეტენტური ჟიურის წინაშე. საუკეთესო სამმა მონაწილემ მიიღო ფულადი პრიზი - 10,000 ლარი. She’s Next-ს მიერ უკვე განხროციელებული და სამომავლო აქტივობების შესახებ ინფორმაციას Visa-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნობი.

გლობალური კამპანია She’s Next, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2019 წელს დაიწყო. მისი მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და ქალი მეწარმეების გაძლიერებაა, მათთვის მრავალფეროვანი რესურსების, საგანმანათლებლო ინიციატივების და ფინანსური შესაძლებლობების შეთავაზების გზით.

მსგავსი რესურსები

Empower Her - ინიციატივა ქალებისთვის
გრანტები

Empower Her - ინიციატივა ქალებისთვის

სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერების პროექტი

გაიგე მეტი
She’s Next ჰაკათონი
გრანტები

She’s Next ჰაკათონი

პირველი She’s Next ჰაკათონი ქალი მეწარმეებისთვის 17 ქვეყნიდან

გაიგე მეტი