Empower Her - ინიციატივა ქალებისთვის

Empower Her - ინიციატივა ქალებისთვის

December 16, 2025
სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერების პროექტი

სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, პროკრედიტ ბანკი, გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და ფონდ ტასოსთან ერთად ახორციელებს პროექტს - Empower Her. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგების, გრანტების და მენტორული სესიების ფარგლებში, რეგიონში მცხოვრებ ქალებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი უნარები - საგრანტო წინადადებებად და შემოსავლის წყაროდ გადაექციათ.

პროექტის ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტში ჩაერთო 200 ქალი, დასავლეთ საქართველოს 5 რეგიონიდან. შედეგად, 80-მა დაინტერესებულმა ქალმა გაიარა სასწავლო კურსი ბიზნეს ტრენინგი დამწყები მეწარმე ქალებისთვის, რომელიც მოიცავდა როგორც პირისპირ, ისე ონლაინ სესიებს.

კურსის გავლის შემდეგ, მონაწილეები ჩაერთნენ საგრანტო კონკურსში, სადაც 79-მა ქალმა წარადგინა საკუთარი სოფლის საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური ბიზნეს გეგმა. ამ ეტაპზე, ქალებთან საგრანტო ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია, ხოლო სოფლად მიმდინარეობს ბიზნეს გეგმით გათვალისწინებული მოსამზადებელი სამუშაოები.

პროკრედიტ ბანკისა და მისი პარტნიორებისთვის, ქალთა ფინანსური გაძლიერება და ქალი მეწარმეების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ასე მიუახლოვდება ქვეყანა გენდერულ თანასწორობას.

თუ ხარ ქალი, ცხოვრობ სოფელში და გსურს, რომ თავადაც ჩაერთო პროექტის სამომავლო აქტივობებში, გაეცანი სიახლეებს პროკრედიტ ბანკის ვებ-გვერდზე.

მსგავსი რესურსები

She’s Next ჰაკათონი
გრანტები

She’s Next ჰაკათონი

პირველი She’s Next ჰაკათონი ქალი მეწარმეებისთვის 17 ქვეყნიდან

გაიგე მეტი
She’s Next საქართველოში
გრანტები

She’s Next საქართველოში

She’s Next Empowered by Visa - მხარდაჭერა ქალი მეწარმეებისთვის

გაიგე მეტი