უკვე მეხუთე წელია, რაც საქართველოს ბანკი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) და 500 Global-თან ერთად, 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამას ახორციელებს. 500 Georgia-ს პროგრამა, რომელიც ინტენსიურ ტრენინგებსა და პრაქტიკულ სამუშაოს მოიცავს, ქართულ სტარტაპებს იდეების დახვეწაში, განვითარებასა და გლობალურ ტექნოლოგიურ ასპარეზზე საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება. პროგრამის მონაწილეებს, შესაძლებლობა ეძლევათ მოიძიონ ფინანსური რესურსები და მიიღონ ინფორმაცია მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინის, გაყიდვებისა და მათთვის მნიშვნელოვანი სხვა სფეროების შესახებ.
500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა 5 ეტაპისგან შედგება:
Foundations of Growth - ეს ეტაპი ორი კვირის განმავლობაში გრძელდება. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, გამართონ ყოველდღიური შეხვედრები თავიანთ მენტორებთან და მათგან ამომწურავი პროფესიული რჩევები მიიღონ.
Growth Weeks - ეს ეტაპი 8-კვირიანი მუშაობის პერიოდია, რომლის ფარგლებშიც სტარტაპები თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვას ცდილობენ.
Fundraising - ეს 2-კვირიანი ეტაპია, როდესაც სტარტაპერები ფინანსების მოზიდვაზე არიან ორიენტირებულნი, რაც გულისხმობს თანხის მოძიებისთვის სტრატეგიების ჩამოყალიბებასა და ინვესტორების წინაშე წარდგენისთვის მზადებას.
Demo Day - ეს კულმინაციური ეტაპია, სადაც სტარტაპერები მრავალფეროვანი აუდიტორიის (ინვესტორები და პროგრამის პარტნიორები) წინაშე იმ იდეებს წარადგენენ, რომლებზეც პროგრამის ფარგლებში იმუშავეს.
International Immersion - საბოლოო ეტაპზე, 2 კვირის განმავლობაში, მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ სტარტაპების საერთაშორისო ეკოსისტემაში შეაბიჯონ და გლობალურ ტენდენციებს გაეცნონ.
თუ გაქვს სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღო 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში, განავითარო შენი სტარტაპი და გახვიდე საერთაშორისო ბაზარზე, გაიგე მეტი ამ ბმულზე.
თემა
მსგავსი რესურსები
როგორ დავიწყოთ ბიზნესი საქართველოში
ყოვლისმომცველი სახელმძღვანელო საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე საქართველოში, რომელიც მოიცავს სამართლებრივ მოთხოვნებს, რეგისტრაციის პროცესებს და საწყის ნაბიჯებს.
ძირითადი ბიზნესის მართვის უნარები, რომლებიც სჭირდება ყველა მეწარმეს
დაეუფლეთ ბიზნესის მართვის ამ ძირითად უნარებს, რათა ეფექტურად მართოთ თქვენი კომპანია და მიაღწიოთ მდგრად ზრდას.