ქალი მეწარმეების მხარდაჭერა

სამუშაო შეხვედრა ქეა კავკასიასა და ProCredit Bank-ის პარტნიორობით

ქალი მეწარმეების მხარდაჭერა

ქალი მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, პროკრედიტ ბანკი • ProCredit Bank-თან პარტნიორობით, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალი მეწარმეები სამუშაო შეხვედრაზე შეიკრიბნენ.

CARE კავკასიამ წარადგინა სომხეთსა და საქართველოში მიმდინარე ბაზრის კვლევის წინასწარი შედეგები, რომლის მიზანია მეწარმეებისა და ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით შემუშავდეს რეკომენდაციები ქალებზე მორგებული ფინანსური და არაფინანსური პროდუქტების გასავითარებლად.

ამასთან, მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ „ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამას“, რომელიც პროკრედიტ ბანკის, ევროკავშირის, შვედეთისა და EBRD-ის მხარდაჭერით ხორციელდება და ქალ მეწარმეებს სთავაზობს მრავალმხრივ მხარდაჭერას.

სომხეთსა და საქართველოში მიმდინარე კვლევის შედეგები დაეხმარება უფრო მეტ ქალ მეწარმეს, მიიღონ მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისები და განავითარონ საკუთარი ბიზნესი.

ღონისძიება გაიმართა ქალთა ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის „მისი ძალა, მისი მომავალი“ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ახორციელებს ქეა კავკასია საქართველოსა და სომხეთში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

გალერეა

ქალი მეწარმეების მხარდაჭერა
ქალი მეწარმეების მხარდაჭერა
ქალი მეწარმეების მხარდაჭერა