ფორმუ-თეატრი: „თანასწორობა“
როცა კაცები და ბიჭები ერთიანდებიან ამ თემაზე სასაუბროდ, იცით რა ხდება?
„ორბის ბუდეში“ ბიჭებმა და კაცებმა მოიყარეს თავი - განსხვავებული საღამოსთვის.
სოფელ სამშვილდეში შეკრების მიზეზი ფორმუ-თეატრის უნიკალური წარმოდგენა იყო თემაზე „თანასწორობა“.
სიცილიც იყო, ემოციაც და გულწრფელი საუბარიც იმაზე, თუ რატომ არის თანასწორობა მნიშვნელოვანი ყველასთვის - ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც.
როცა კაცები და ბიჭები ერთიანდებიან ამ თემაზე სასაუბროდ, იცით რა ხდება? იცვლება წარმოდგენები და იქმნება ახალი, უკეთესი ურთიერთობები.
კამპანია „კაცები და ბიჭები თანასწორობისთვის“
ქალთა ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის „მისი ძალა, მისი მომავალი“ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ახორციელებს ქეა კავკასია საქართველოსა და სომხეთში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.ღონისძიება ორგანიზებულია პროექტის „ახალგაზრდების ხმა უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.
გალერეა