„ფეხბურთი მაღალ ქუსლებზე“

კამპანია: კაცები და ბიჭები თანასწორობისთვის

„ფეხბურთი მაღალ ქუსლებზე“

სოფელ ოქტომბერში შეკრების განსაკუთრებული მიზეზი გვქონდა — ფორმუ-თეატრის უნიკალური წარმოდგენა „ფეხბურთი მაღალ ქუსლებზე“.

იყო სიცილი, ემოცია და გულწრფელი საუბარი იმაზე, თუ რატომ არის თანასწორობა მნიშვნელოვანი ყველასთვის — ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც.

ღონისძიება გაიმართა კამპანიის „კაცები და ბიჭები თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ქალთა ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის „მისი ძალა, მისი მომავალი“ მხარდაჭერით.

პროგრამას აფინანსებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ახორციელებს ქეა კავკასია საქართველოსა და სომხეთში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

ღონისძიება ორგანიზებულია პროექტის „ახალგაზრდების ხმა უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.

გალერეა

„ფეხბურთი მაღალ ქუსლებზე“
„ფეხბურთი მაღალ ქუსლებზე“
„ფეხბურთი მაღალ ქუსლებზე“